საქართველოში დაშინების აქტებმა ახალ დონეს მიაღწია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში წერს და აზიარებს "აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის" აღმასრულებელი დირექტორის ლევან ცუცქირიძის პოსტს, რომლის ოფისიც დღეს სიძულვილის კამპანიის სამიზნე გახდა.

"საქართველოში მეცნიერების, აქტივისტების და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ დაშინების აქტებმა ახალ დონეს მიაღწია. ისინი არა მხოლოდ ამაზრზენი და არაჰუმანურია, არამედ სახიფათოც, რადგან საჯაროდ მოუწოდებს ინდივიდებზე ძალადობისკენ", - წერს ვიოლა ფონ კრამონი.