ძლიერი მიწისძვრების შემდეგ ვენესუელაში 25 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. ვენესუელელებისთვის შეიქმნა ვებგვერდი, სადაც მიწისძვრების შემდეგ დაკარგული ახლობლების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა შესაძლებელი.
ამჟამად 26 086 ადამიანია დაკარგულად აღიარებული. ვებგვერდზე ოჯახებმა ასევე გაავრცელეს იმ ადამიანების ფოტოები, რომლებიც ჯერ არ უპოვიათ. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 1 200-ზე მეტი ადამიანი იპოვეს, რომლებიც ადრეც დაკარგულად იყვნენ გამოცხადებულნი.
გაერო-ს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ვენესუელისა და დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად „მასშტაბური კოლექტიური ძალისხმევა“ იქნება საჭირო.
საპორტო ქალაქ ლა-გუაირაში 100-ზე მეტი შენობა განადგურდა.
ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად 164 ადამიანია დაღუპული.











