ვენესუელაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრების შემდეგ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ ქვეყნის დასახმარებლად "დაუყოვნებლივ გზავნის სამძებრო და სამაშველო ჯგუფებს, სამედიცინო რესურსებსა და ჰუმანიტარულ დახმარებას".

ცნობისთვის, 24 ივნისს ვენესუელაში ზედიზედ 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის ორი მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 32 ადამიანი დაიღუპა, 700-ზე მეტი კი დაშავდა. მიწისძვრებმა ქვეყნის მასშტაბით ნგრევაც გამოიწვია, მათ შორის, დედაქალაქ კარაკასშიც. 

"ჩვენი გულები არის ყველა მათგანთან, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა და დაშავდა; და იმ მამაც მაშველებთან, რომლებიც [მიწისძვრის] შემდეგ დაუღალავად მუშაობენ." – დაწერა რუბიომ X-ზე.