ვაშინგტონის შტატის კანონმდებლებმა მიიღეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, სკოლებმა ლგბტქ+ ისტორია სასკოლო კურიკულუმში უნდა შეიტანონ. დემოკრატმა გუბერნატორმა ჯეი ინსლიმ კანონს ხელი უკვე მოაწერა. ამის შესახებ Seattle Times წერს.
სენატის კანონპროექტი 5462, ცოტა ხნის წინ, შტატის წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა დაამტკიცა და ინსლიმ მას ხელი მოაწერა. ის სახელმწიფო განათლების სააგენტოსგან, საჯარო სწავლების ზედამხედველობის ოფისისგან სასწავლო სტანდარტების განახლებას მოითხოვს, რომლის მიხედვითაც, იგი უნდა შეიცავდეს გაკვეთილებს LGBTQ+ ისტორიის შესახებ.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სასწავლო გეგმებს სხვა, ნაკლებად წარმოდგენილი, მათ შორის, რასობრივი და ეთნიკური ჯგუფებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და სხვა. იგი ხელს უწყობს მრავალფეროვნებას ყველა საკითხში, თუნდაც მეცნიერებებსა და მათემატიკაში.
განახლებული სტანდარტები მიზნად ისახავს, რომ ქვიარ სტუდენტებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ, ასევე წაახალისოს ყველა სტუდენტის ინტერესი თანამედროვე თემების მიმართ. კანონპროექტის სპონსორმა, დემოკრატმა სენატორმა მარკო ლიასმა განაცხადა, რომ როდესაც სტუდენტები "გრძნობენ კავშირს იმასთან, რასაც სწავლობენ, ამას უკეთესად აკეთებენ".
"სწორედ ეს არის კანონპროექტის არსი", - ამბობს იგი.