რუსული გაზის ევროკავშირში მიწოდება მინიმუმამდე შემცირდა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
2025 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში, რუსეთიდან ევროკავშირში 10.458 მილიარდი კუბური მეტრი აირი შევიდა, რაც 1980 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. მაშინ საბჭოთა კავშირმა დასავლეთ ევროპას წლის განმავლობაში 50 მილიარდი კუბური მეტრი აირი მიაწოდა, რის შემდეგაც, გაზის იმპორტის მოცულობამ მკვეთრი ზრდა დაიწყო.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ერთ კვარტალში 10 მილიარდი კუბური მეტრი აირის იმპორტი, ასევე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 2025 წლის პირველ კვარტალში, ევროკავშირში გაზის იმპორტი ძირითადად, ნორვეგიიდან და აშშ-დან განხორციელდა.
თარგმანი: პირველი არხი