შაბათს, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში გამართულ მსოფლიო ჰუმანოიდი რობოტების თამაშებზე, ჰუმანოიდმა რობოტმა 100 მეტრზე სპრინტში უსაინ ბოლტის მსოფლიო რეკორდი დაამხო
პეკინში დაფუძნებული კომპანია X-Humanoid-ის მიერ შექმნილმა რობოტმა 109 იარდი 9.39 წამში გაირბინა, რითაც იამაიკელი სპორტსმენის მიერ დამყარებული 2009 წლის რეკორდი 0,19 წამით გააუმჯობესა.
100 მეტრიანი სპრინტის ფინიშის შემდეგ რობოტები ამორტიზატორიან ბალიშს შეეჯახნენ, მიწაზე დაეცნენ და პერსონალმა ისინი სარბენი ბილკებიდან საიდანაც საკაცეებით გაიყვანეს.
იმავე კომპანიის მიერ შექმნილმა კიდევ ერთმა რობოტმა მოახერხა რეკორდის მოხსნა სიმაღლეზე ნახტომში. ჰუმანოიდმა 2.88 მეტრის სიმაღლეს გადაევლო, რითაც 43 სანტიმეტრით გადააჭარბა კუბელი ხავიერ სოტომაიორის მიერ 1993 წელს დამყარებულ მსოფლიო რეკორდს - 2.45 მეტრს.
სხვა რობოტები ნაკლებად წარმატებული იყვნენ: ზოგიერთი მათგანი შეჯიბრებების დროს წაბორძიკდა, დაეცა, დაიშალა ან ცეცხლიც კი მოეკიდა.




