ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტს ამზადებს. ფონ დერ ლაიენმა ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ X-ზე დაწერა.

"ახლახან ტელეფონით ვესაუბრე ვოლოდიმირ ზელენსკის.  

ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ შემდეგ ნაბიჯებთან დაკავშირებით.

ევროპამ ცოტა ხნის წინ მიიღო მკაცრი სანქციების მე-17 პაკეტი.

მზადდება მე-18 პაკეტი შემდგომი მკაცრი სანქციებით.

დროა, ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად  გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთზე", - წერს ფონ დერ ლაიენი.