მნიშვნელოვანია, აშშ დარჩეს ჩართული სამშვიდობო პროცესში, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

"მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის დაუღლელი მცდელობებისთვის.

მნიშვნელოვანია, რომ აშშ დარჩეს ჩართული სამშვიდობო პროცესში.

ვაგრძელებთ ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერას უკრაინაში მყარი მშვიდობის მიღწევის მიზნით", - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.