ევროკავშირი რუსული ენერგორესურსების შესყიდვას სრულად შეწყვეტს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

ევროკომისიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელ განცხადებებს სრულად ეთანხმება.

"პრეზიდენტი ტრამპი მართალია. ევროპაში რუსული ენერგორესურსების არსებობა 80%-ით შევამცირეთ. მაგრამ რასაც ვხედავთ, რუსული ენერგორესურსები "შავი ხვრელიდან" ბრუნდება, რაც მიუღებელია. ამიტომ ჩვენ სანქციებს ვაწესებთ რუსეთიდან ევროპაში შემომავალ თხევად ბუნებრივ აირზე," – აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.