ევროკომისიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტს. ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენი „ტვიტერზე“ წერს.
ევროკომისიის ხელმძღვანელმა მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ცინიკური უწოდა.
„მკაცრად ვგმობ რუსეთის ცინიკურ ნაბიჯს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მიუხედავად გაერო-სა და თურქეთის ძალისხმევისა. ევროკავშირი მუშაობს მსოფლიოში დაუცველი ადამიანებისთვის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ევროკავშირი გააგრძელებს აგროპროდუქტების გამოტანას უკრაინიდან“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.