რუსეთმა შესაძლოა ქიმიური იარაღი გამოიყენოს, თუ უკრაინის კონტრშეტევა წარმატებული იქნება და კიევი ტერიტორიების დაბრუნებას მოახერხებს. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა, პარლამენტში განაცხადა.
დეპუტატის კითხვაზე, შეშფოთებულია თუ არა ი, შესაძლებლობით, რომ უკრაინის წარმატებებმა შესაძლოა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აიძულოს გამოიყენოს არაკონვენციური იარაღი, უოლესმა თქვა - "დიახ."
მინისტრმა აღნიშნა, რომ ბრიტანეთის ხელისუფლება და საერთაშორისო საზოგადოება დიდი სიფრთხილით უყურებს მომავალს და არ გამორიცხავს ასეთ სცენარს.
"ჩვენ ყოველთვის ფხიზლად უნდა ვიყოთ რუსი სამხედროების და პრეზიდენტი პუტინის ქცევის მიმართ," - თქვა უოლესმა.
მან გაიხსენა, როცა რუსეთმა სირიაში ქიმიური იარაღი გამოიყენა, ეს განმეორებითი მოვლენა გახდა. ასევე რუსული სპეცსამსახურების მიერ მომწამვლელი ნივთიერება Новичок-ის გამოყენება ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში ГРУ-ს ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის, იულიას მკვლელობის მცდელობისას.
უოლესმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მზადყოფნას ზრდის.