ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი" ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა კონგრესში გამართული მოსმენების დროს უკრაინისა და ისრაელის დახმარებისთვის, აგრეთვე ღაზის სექტორში, ისრაელში, უკრაინაში და სხვაგან ჰუმანიტარული ძალისხმევისთვის, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლისათვის და აშშ-ის საზღვრის დაცვის დამატებითი ღონისძიებებისთვის 105 მილიარდი დოლარის გამოყოფა მოითხოვეს.
ადმინისტრაციის თხოვნას სენატის დემოკრატთა უმეტესი ნაწილი და საკმაოდ ბევრი რესპუბლიკელი უჭერს მხარს, მაგრამ არ აქვს აშკარა მხარდაჭერა წარმომადგენელთა პალატაში, სადაც ახალმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა შესთავაზა ადმინისტრაციას შეწყვიტოს დახმარება უკრაინაზე და ფოკუსირება მოახდინოს მხოლოდ ისრაელზე.
აღსანიშნავია, რომ მოსმენები არაერთხელ შეჩერდა დარბაზში მყოფ ულტრამემარცხენეთა პროტესტის გამო.
„თავისუფლება ღაზას", პალესტინელები ცხოველები არ არიან", „დაუყოვნებლივ შეწყდეს ცეცხლი", სირცხვილი თქვენ ყველას" - ასეთი პლაკატები ეჭირათ ხელში პროტესტანტებს. პოლიციამ რამდენიმე მათგანი დარბაზიდან გაიყვანა.
and a fourth pic.twitter.com/xYLmjL1Ot3
— Aaron Rupar (@atrupar) October 31, 2023