თბილისის საკრებულოს წევრები სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 45-ე პლენარული სესიაში იღებენ მონაწილეობას.
საკრებულოს ინფორმაციით, ევროსაბჭოს კონგრესმა უკრაინის დელეგაციის ყველა ჩასწორება გაითვალისწინა, გარდა ერთისა, რომლითაც უკრაინული მხარე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვდა. სააკაშვილის გვარი უშუალოდ რეზოლუციის მიღების წინ გაჩნდა ტექსტში, რაც რეზოლუციის მომხსენებლისთვისაც კი არ იყო ცნობილი. კონგრესმა შესწორება, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ეხებოდა საერთოდ ამოიღო და შესწორება შემდეგი სახით მიიღო : კონგრესი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა მშვიდობიანი სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივისტი და პოლიტიკური ოპონენტი, ვისაც აღკვეთილი აქვს თავისუფლება რუსეთსა და უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
თბილისის საკრებულოს სრული ინფორმაცია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: სტრასბურგში მიმდინარე ევროსაბჭოს კონგრესზე უკრაინაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღეს