უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის დამცველები ხარკოვის ოლქში, კუპიანსკის რუსული საოკუპაციო ძალებისგან გაწმენდას აგრძელებენ.
უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-2 კორპუსის "ქარტიის" მებრძოლებმა კუპიანსკის მერიის შენობაზე კონტროლი დაამყარეს.
აღნიშნულია, რომ ქალაქის გაწმენდას ასრულებენ სამძებრო-დამრტყმელი ჯგუფი "ქარტია" და ტაქტიკური ჯგუფი "კუპიანსკი".
მისი განბლოკვა შესაძლებელი გახდა მე-2 კორპუსის სარდლობის ხელმძღვანელობით ჩატარებული წარმატებული ოპერაციის წყალობით.
"ბრიგადა "ქარტიის" მე-4 ბატალიონის სადაზვერვო-დამრტყმელი ჯგუფის ჯარისკაცებმა კუპიანსკის ცენტრში, მერიის შენობაზე უკრაინის ეროვნული დროშა აღმართეს.
კუპიანსკის ოპერაცია ადასტურებს, რომ დაგეგმვის, მეთაურებისა და შტაბის მომზადებისა და ქვედანაყოფების მაღალი ხარისხის მომზადების გზით — რასაც ჩვენ "ქარტის" მეთოდს ვუწოდებთ — შესაძლებელია მტრის წარმატებით შეჩერება და განადგურება", - ნათქვამია სამხედროების განცხადებაში.




