ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული სააგენტოები ავრცელებენ და რუსული სააგენტოები ადასტურებენ.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რაკეტით „ნეპტუნი" პორტ „კავკაზს" დაარტყეს და საწვავით დატვირთული სარკინიგზო ბორანი ჩაძირეს. ბორანზე მყოფი 15 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, - იუწყება რუსული პრესა ყუბანის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, ბორანზე საწვავით დატვირთული 30 ვაგონი-ცისტერნა იყო.
პორტში აფეთქების მომენტი ვიდეოზეა გადაღებული და
ინტერნეტში ვრცელდება.




