უკრაინამ გერმანიას ოფიციალური თხოვნით მიმართა, ფრთოსანი რაკეტა Taurus გადასცეს. ამის შესახებ Spiegel და Frankfurter Allgemeine Sonntagszeitung წერენ.
Spiegel-ის ცნობით, Taurus-ის მიწოდების მოთხოვნა გერმანიამ უკრაინისგან ბოლო დღეებში მიიღო.
Frankfurter Allgemeine Sonntagszeitung წერს, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და კანცლერმა ოლაფ შოლცმა, მაისის დასაწყისში, ბერლინში, უკრაინისთვის გერმანული რაკეტების მიწოდება განიხილეს.
ფრთოსანი რაკეტა Taurus-ის გაშვება მოიერიშე თვითმფრინავიდან ხდება და 400 კილოგრამიანი ქობინის 500 კილომეტრზე გასროლა შეუძლია. რაკეტა, სარდლობის ბუნკერების ან საბრძოლო მასალის საწყობების წინააღმდეგ, ეფექტურ იარაღად მიიჩნევა. რაკეტა Taurus ბრიტანული Storm Shadow-ს გერმანული ანალოგია.