26 მაისს შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა, უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი, 300 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტი გამოაცხადოს. ამის შესახებ Reuters წერს.
სააგენტოს, ორმა ოფიციალურმა, წყარომ ანონიმურობის პირობით განუცხადა, რომ ახალი პაკეტის გამოცხადების კიდევ ერთი სავარაუდო თარიღი მომავალი კვირის დასაწყისია.
Reuters-ის ცნობით, ახალ პაკეტში HIMARS-ის რაკეტები (GMLRS) შედის.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ პაკეტით გათვალისწინებული აღჭურვილობა დაფინანსდება პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, აშშ-ის მარაგებიდან, კონგრესის თანხმობის გარეშე.
ამერიკამ უკრაინის დახმარების ბოლო, 375 მილიონი დოლარის ღირებულების წინა პაკეტი 21 მაისს გამოაცხადა.
პენტაგონის ცნობით, რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის დაწყებიდან, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას უკვე $36.9 მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარება გადასცა.