სოციალურმა ქსელმა Twitter-მა დეზინფორმაციის შესახებ ევროკავშირის ნებაყოფლობითი პრაქტიკის კოდექსი დატოვა. ამის შესახებ შიდა ბაზრის საკითხებში ევროკომისარმა ტიერი ბრეტონმა განაცხადა.
Twitter Inc. წლის დასაწყისში იყო ერთადერთი ძირითადი ტექნოლოგიური პლატფორმა, რომელმაც არ წარუდგინა სრული ანგარიში ევროკავშირს იმ კოდექსის მიხედვით, რომელსაც კომპანია ილონ მასკის მენეჯმენტში მოსვლამდე დათანხმდა.
ევროკომისიამ თებერვალში განაცხადა, რომ ანგარიშს აკლდა მონაცემები და სოციალური ქსელის ვალდებულება ფაქტების შემოწმებაზე.
"Twitter ტოვებს ევროკავშირის ნებაყოფლობით პრაქტიკის კოდექსს დეზინფორმაციის წინააღმდეგ. მაგრამ ვალდებულებები რჩება. შეიძლება გაიქცეთ, მაგრამ ვერ დაიმალოთ", - დაწერა ბრეტონმა Twitter-ზე.
მისი თქმით, გარდა ნებაყოფლობითი ვალდებულებებისა, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა 25 აგვისტოდან ევროკავშირის ციფრული სერვისების აქტით სამართლებრივი ვალდებულება გახდება. Twitter კვალიფიცირდება, როგორც "ძალიან დიდი ონლაინ პლატფორმა", რომელი ვალდებულია გაანადგუროს მავნე შინაარსი და წარუდგინოს ყოველწლიური რისკების შეფასებები კომისიას.
"ჩვენი გუნდები მზად იქნებიან აღსრულებისთვის", - აღნიშნა ბრეტონმა.
კოდექსის შეუსრულებლობისთვის კომპანია შეიძლება ბიზნესის წლიური შემოსავლის 6%-ით დაჯარიმდეს ან პლატფორმა სრულად აიკრძალოს.