ამის შესახებ ინფორმაციას თურქული სააგენტოები ავრცელებენ.

ჰათაის პროვინციაში, „საუკუნის კატასტროფად" წოდებული კაჰრამანმარაშის მიწისძვრიდან 248 საათის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან 17 წლის კაჰრამანმარაშელი ალეინა ოლმეზი ამოიყვანეს.

პირველადი დახმარების შემდეგ ექიმებმა ის საავადმყოფოში გაგზავნეს.

„ანადოლუსთან" საუბარში  ერთ-ერთმა მაშველმა, ჰაჯერ ატლასმა, რომელიც გოგონას გადარჩენაში მონაწილეობდა, ჰაჯერ ატლასმა თქვა, რომ გუნდის წევრებმა ნანგრევებში მოქცეულ ალეინამდე მისვლა  ხანგრძლივი და მძიმე მუშაობის შემდეგ შეძლეს.

„ჩვენ მუდმივად გვქონდა კონტაქტი გოგონასთან. თავიდან მისი ხელი გვეჭირა, შემდეგ კი მისი ამოყვანა მოვახერხეთ. ის კარგად არის, მას შეუძლია კომუნიკაცია. იმედი მაქვს, რომ სტიქიის ზონიდან ასეთი კარგი ამბები გაგრძელდება“, - განაცხადა ჰაჯერ ატლასმა.

ახლახან გავრცელებული ინფორმაციით, კაჰრამანმარაშში კიდევ ერთი ქალი, 30 წლის ნესლიჰან კილიჩი 258 საათის შემდეგ ამოიყვანეს ნანგრევებიდან.

ექსკავატორის მემანქანე ამბობს, რომ მუშაობის დროს მან ნანგრევებში სიცარიელე შენიშნა. შემდეგ კი ამ სიცარიელეში საწოლი დაინახეს, რომლის თავიანთკენ გამოწევის დროს ხელის შეხება იგრძნეს. ქალი ნანგრევებიდან გამოიყვანეს და დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში.