2 აგვისტოს დილით თურქეთში სოციალურ ქსელ Instagram-ზე წვდომა შეიზღუდა.

დაბლოკვის გადაწყვეტილება თურქეთის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სამსახურმა (BTK) მიიღო.

დაბლოკვის მიზეზები და ხანგრძლივობა დეპარტამენტის ვებ–გვერდზე არ არის მითითებული. თუმცა სხვადასხვა უცხოურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ამის მიზეზი სოციალური ქსელის მიერ შემოღებული შეზღუდვაა თეირანში მოკლული "ჰამასის" ლიდერის ისმაილ ჰანიეს სამძიმრის წერილებთან დაკავშირებით.