ორი გამანადგურებელი მიწისძვრის შემდეგ თურქეთში, ჰათაის პროვინციის ალთინოზიუს პროვინციაში, უზარმაზარი ნაპრალი გაჩნდა.
ჰათაის პროვინციის ალთინოზიუს პროვინციაში, ქალაქ ალთინოზიუდან ჩრდილო-დასავლეთით 8 კმ-ში მდებარე სოფელ ტეპეჰანის განაპირას, ზეთისხილის კორომში, უზარმაზარი ნაპრალი გაჩნდა.
ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, ნაპრალის სიღრმე 30 მეტრს, სიგანე კი 200 მეტრს აღწევს და იგი დასახლებიდან დაახლოებით 300-400 მეტრში გაჩნდა.
დრონით გადაღებულ კადრებით შესაძლებელია წარმოვიდგინოთ თუ რა რაოდენობის და სიმძლავრის ენერგიის გამოტყორცნა მოხდა დაახლოებით 10 კმ-ის სიღრმიდან.