თურქეთმა ეროვნული წარმოების მე-5 თაობის ავიაგამანადგურებელი KAAN წარადგინა.
მე-5 თაობის ავიაგამანადგურებლის შექმნა მიზნად ისახავს თურქეთის არმიის მოძველებული F-16-ის ფლოტის ჩანაცვლებას.
თურქეთის საჰაერო კოსმოსური მრეწველობის ღონისძიებაზე სახელწოდებით, "მომავლის საუკუნე" თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ქვეყანა ახლა ყველგანაა - ხმელეთზე, ზღვაში, ჰაერში და კოსმოსში. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, სამხედრო თვითმფრინავს სახელი თურქეთის "ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის" ლიდერმა, დევლეთ ბაჰჩელიმ დაარქვა. თურქული მედია წერს, რომ KAAN არის ისტორიული ტიტული, რომელსაც იყენებდნენ თურქული და მონღოლური სახელმწიფოების მმართველები.
KAAN სატესტო პროცესს რამდენიმე წელიწადში დაასრულებს და თურქეთის არმიის შეიარაღებაში შევა.