ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი" ავრცელებს

 

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მესამე ადგილზე გასული, პარტია „წინაპრების ალიანსის" კანდიდატი სინან ოგანი აცხადებს, რომ მეორე ტურში ქემალ ქილიჩდაროღლუს მხარს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს, თუ ის დათანხმდება არ წავიდეს დათმობებზე პროქურთულ პარტიებთან.

„ჩვენ ჩავატარებთ კონსულტაციას ჩვენს ამომრჩევლებთან მეორე ტურში გადაწყვეტილების მისაღებად, მაგრამ ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რომ ტერორიზმთან ბრძოლა და ლტოლვილების უკან დაბრუნება ჩვენი წითელი ხაზებია“, - განაცხადა ოგანმა „როიტერთან" ინტერვიუში.  

ოგანის თქმით, მისი მიზანი იყო ორი ქურთული პარტიის ამოღება თურქეთის „პოლიტიკური განტოლებიდან“ და არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ გარკვეული წარმატებაა მოპოვებული.

საპრეზიდენტო არჩევნებში პროქურთულმა სახალხო დემოკრატიულმა  პარტიამ ქილიჩდაროღლუს დაუჭირა მხარი, ხოლო ქურთულმა ისლამისტურმა ჰუდა პარმა კი ერდოღანს.

ოგანმა აღნიშნა, რომ მას ჯერ არ ჰქონია შეხვედრა არც ერდოღანთან და არც ქილიჩდაროღლუსთან, მაგრამ მზადაა მითითებულ პრინციპებზე დაყრდნობით ღიაა მოლაპარაკებებისთვის.  

უკანასკნელი მონაცემების თანახმად, სინან ოგანს მხარს ამომრჩეველთა 5,17% უჭერს