timesofisrael-ი თეთრი დროშით ხელში სამი ისრაელელის ტრაგიკული მკვლელობაზე „ცახალის" პირველადი გამოძიების დეტალების შესახებ წერს.
ტრაგიკული შემთხვევა, რომლის დროსაც „ცახალის" ჯარისკაცებმა „ჰამასის" ტყვეობიდან გაქცეული სამი ისრაელელი მზევალი მოკლეს, გუშინ საღამოს, ღაზის ქალაქ შეჯაიას რაიონში მოხდა.
„ცახალის" სამხრეთის სარდლობის უფროსი ოფიცრის თქმით, შენობაში დისლოცირებულმა ჯარისკაცმა დაინახა, რომ რამდენიმე ათეულ მეტრში მდებარე შენობიდან სამი საეჭვო პირი გამოვიდა.
გამომძიებლების თქმით, სამივე წელზემოთ შიშველი იყო, მათგან ერთ-ერთს კი ხელში ეჭირა ჯოხი იმპრვიზირებული თეთრი დროშით.
ჯარისკაცმა ჩათვალა, რომ პირები, აღნიშნული პირები შენობიდან „ცახალის" ჯარისკაცების „ჰამასის" ხაფანგისკენ გატყუებას ცდილობდნენ. მან მაშინვე გახსნა ცეცხლი და „ტერორისტების" ყვირილით დამხმარეებს მოუხმო.
ჯარისკაცმა ორი მამაკაცი მოკლა, მესამემ კი უკან გაქცევა და ისევ იმ შენობაში შესვლა მოასწრო, საიდანაც გამოვიდა.
გამომძიებლების თქმით, ამ ჯარისკაცმა ორი მამაკაცი მოკლა, მესამე, დაჭრილი კი,ისევ იმ შენობისკენ გაიქცა, საიდანაც გამოვიდა.
ბატალიონის მეთაური, რომელიც ასევე იმ შენობაში იმყოფებოდა, საიდანაც ჯარისკაცი ისროდა, გარეთ გავიდა და ჯარისკაცებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
იმავდროულად, იქ მყოფმა ჯარისკაცებმა გაიგონეს, რომ ვიღაც ებრაულ ენაზე, ყვირილით დახმარებას ითხოვდა.
რამდენიმე წუთის შემდეგ მესამე მამაკაცი გამოვიდა იმ შენობიდან, სადაც თავი შეაფარა და მას სხვა ჯარისკაცმა გაუხსნა ცეცხლი და მოკლა.
ბატალიონის მეთაური მოკლულის გარეგნობამ დააეჭვა და როგორც აღმოჩნდა ის ისრაელელი მძევალი იყო. სამივე ცხედარი იდენტიფიცირებისთვის ისრაელში გადაიტანეს.
„ცახალის" ოფიცერმა სამივე მოკლულის იდენტიფიცირების შემდეგ განაცხადა, რომ ჯარისკაცმა, რომელმაც მაშინვე გახსნა ცეცხლი, პროტოკოლი დაარღვია. მისი თქმით, ასევე წესდების დარღვევით გახსნა ცეცხლი და მოკლა მესამე მძევალი მეორე ჯარისკაცმა.
ამასთან ერთად, „ცახალი" ამბობს, რომ ესმის, რამ აიძულა აიძულა ჯარისკაცები გაეხსნათ ცეცხლი. ოფიცრის თქმით, ბოლო დღეებში „ცახალის" ჯარისკაცებმა შეჯაიაში სულ მცირე 38 პალესტინელი ტერორისტი მოკლეს. სამოქალაქო ტანსაცმლიანი „ჰამასის" მებრძოლები ხშირად უიარაღოდ გადაადგილდებიან, სხვადასხვა შენობაში დატოვებულ იარაღს ეუფლებიან, ჯარისკაცებს ცეცხლს უხსნიან და შემდეგ ისევ უიარაღოდ აფარებენ თავს სხვა შენობებში.
„ცახალის" ოფიცრის განცხადებით, ტრაგიკული შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით ჯარისკაცებმა შენობის კედელზე ნახეს საღებავით დაწერილი „SOS" და ასევე წარწერები ებრაულ ენაზე: „დახმარება, სამი მძევალი"