ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა.
„დიდი ხნის ნალოდინევი შეხვედრა ჩემს - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს - და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის, მომავალ პარასკევს, 2025 წლის 15 აგვისტოს, ალასკის შტატში გაიმართება. დეტალები მოგვიანებით გამოქვეყნდება. გმადლობთ ამ თემისადმი თქვენი ყურადღებისთვის!“ - წერს დონალდ ტრამპი.
ეს აშშ-რუსეთის ლიდერების პირველი შეხვედრა იქნება ჟენევის 2021 წლის ბაიდენის და პუტინის შეხვედრის შემდეგ და შესაძლოა იგი გახდეს გარღვევა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მცდელობაში, თუმცა არ არსებობს გარანტია, რომ შეხვედრას საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა მოჰყვება, რადგან მოსკოვის და კიევის სამშვიდობო პირობები ერთმანეთისგან შორსაა, - წერს ამერიკული მედია.