ასეთი განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, დღეს,  ერისადმი მიმართვის დროს გააკეთა

„ჩვენ გავაგრძელებთ მანამ, სანამ ჩვენი მიზნები მიღწეული არ იქნება სრულად.  მიღწეული პროგრესის წყალობით, შემიძლია ვთქვა, რომ უახლოეს დროში, ძალიან მალე მივაღწევთ ამერიკის ყველა მიზანს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

„ჩვენ მათ ძალიან ძლიერ დარტყმას მივაყენებთ მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში. ჩვენ მათ ქვის ხანაში დავაბრუნებთ, იქ სადაც მათი ადგილია“, - თქვა ტრამპმა და დასძინა:

„რეჟიმის შეცვლა არასდროს ყოფილა ჩვენი მიზანი“, მაგრამ „რეჟიმის შეცვლა მათი თავდაპირველი ლიდერის გარდაცვალების გამო მოხდა“.

მან ასევე გააფრთხილა ირანი ელექტროსადგურებზე შესაძლო დარტყმების შესახებ, თუ შეთანხმებას ვერ მიაღწევენ.

„თუ შეთანხმებას ამ ვადებში ვარ იქნება მიღწეული, ჩვენ ძირითად სამიზნეებზე ვიქნებით ორიენტირებულები. თუ შეთანხმება არ იქნება მიღწეული, ჩვენ მათ ყველა ელექტროსადგურს ძალიან ძლიერ დარტყმას მივაყენებთ და, სავარაუდოდ, ერთდროულად“, - თქვა მან.