თეთრ სახლში შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ხვდება.

დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარში აღნიშნა, რომ უკრაინას ჰყავს მამაცი ჯარისკაცები, რომლებიც ჩინებულად იბრძვიან, მაგრამ ომი აღარ უნდა გაჭიანურდეს.  

„ძალიან დიდ პატივს ვცემ თქვენ გენერლებს, ჯარისკაცებს და თავად თქვენ (...) ეს იყო ძალიან მძიმე ბრძოლა, ძალიან მკაცრი ბრძოლა. თქვენ დიდებული მებრძოლები ხართ“,

„ეს ძალიან სწრაფად უნდა დასრულებულიყო და აქ ვართ, 3 წლის შემდეგ“, - განაცხადა ტრამპმა ზელენსკისთან შეხვედრის დროს.