აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებულ ე.წ. სამდღიან ზავზე ამბობს, რომ "ეს ძალიან ბევრია იმასთან შედარებით, რაც ადრე იყო". ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში სამშვიდობო ძალისხმევაზე საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ ისინი კარგ პოზიციაში არიან შეთანხმების მისაღწევად.
"როგორც იცით, პუტინმა ახლახან გამოაცხადა სამდღიანი ზავი, რაც შეიძლება, დიდ მიღწევად არ ჩანდეს, მაგრამ ეს ძალიან ბევრია იმასთან შედარებით, თუ იცით, საიდან დავიწყეთ", – თქვა ტრამპმა.