ასეთი განცხადება დონალდ ტრამპმა Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

დონალდ ტრამპის თქმით, მას კონგრესში ბევრი მეგობარი ჰყავს და ამის გამო  სთხოვეს შეასრულოს გამაერთიანებლის როლი იმ შემთხვევაში თუ ვერ შეძლებენ მოლაპარაკებას და არ მოხერხდება სპიკერის ასარჩევად საჭირო ხმების შეგროვება. 

თუ ხმებს ვერ მოაგროვებენ, ისინი მკითხავენ, შევძლებ თუ არა დავიკავო სპიკერის პოსტი დროებით, სანამ შეთანხმდებიან რომელიმე კანდიდატის ხანგრძლივი ვადით არჩევაზე, - განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ ის დაიკავებს სპიკერის პოსტს მოკლე „30, 60 ან 90 დღის ვადით“.

ჩემი ყურადღება გამახვილებულია საპრეზიდენტო კამპანიაზე და „მე ამას გავაკეთებდი მხოლოდ პარტიის გულისთვის”,  - თქვა მან.