რამდენიმესაათიანი დისკუსიის შემდეგ, ისრაელის ომის კაბინეტს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, როგორ ან როდის უპასუხებს ირანის მასშტაბურ თავდასხმას. იუწყება The Times of Israel.
მედიის ცნობით, მინისტრებმა გადაწყვეტილების მიღების გარეშე შეწყვიტეს დისკუსია, თუმცა უახლოეს მომავალში ისინი კვლავ შეიკრიბებიან.
ისრაელური მედიის ინფორმაციით, ომის კაბინეტის მინისტრი ბენი განცი და „ეროვნული ერთიანობის“ პარტიის წევრი გადი აიზენკოტი მხარს უჭერდნენ, რომ ისრაელს საპასუხო თავდასხმა ჯერ კიდევ გასულ ღამეს განეხორციელებინა, რისი კატეგორიული წინააღმდეგიც იყო ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი, თავდაცვის ძალების მეთაური ჰერცი ჰალევი და ომის კაბინეტის სხვა წევრები
თავად ბენიამინ ნეთანიაჰუს პოზიცია ისრაელის საპასუხო ქმედებებზე, უცნობია.
მედიის ცნობით, აშშ ისრაელის ნაბიჯების წინააღმდეგი არ იქნება, თუმცა ისრაელს განუცხადა, რომ უნდა იცოდნენ და მათთან კოორდინირებული უნდა იყოს ისრაელის ნებისმიერი გადაწყვეტილება, თუმცა შეერთებულმა შტატებმა ნათლად განმარტა, რომ ისრაელის საპასუხო ქმედებებში აშშ მონაწილეობას არ მიიღებს.