შეერთებული შტატების მედია ტეხასში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა და დაკარგულთა რაოდენობის ზრდის შესახებ იუწყება.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 51-მდეა გაზრდილი. მაშველები ჯერჯერობით უშედეგოდ ეძებენ გოგონათა საზაფხულო ბანაკის წყლით წალეკვის შემდეგ დაკარგულ 27 გოგონას.
მდინარე გვადალუპე პარასკევს გამთენიისას წვიმის შედეგად 45 წუთში თითქმის 9 მეტრით ადიდდა და სახლები და მანქანები წაიღო. საფრთხე ჯერ კიდევ არ დასრულებულა, რადგან წვიმები შაბათსაც გრძელდებოდა და გაფრთხილებები და საგანგაშო მდგომარეობა ისევ ძალაშია.