აშშ-ში დალასის მახლობლად, სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა. დაშავდა შვიდი ადამიანი, ისინი საავადმყოფოშია არიან გადაყვანილები. დაშავებულთა შორის არის 5 წლის ბავშვიც.
შეიარაღებული პირი, რომელიც სამართალდამცველების აზრით, მარტო მოქმედებდა, ასევე გარდაცვლილია. მას ერთ-ერთმა ოფიცერმა ესროლა.
ტეხასელმა მეხანძრე ჯონათან ბოიდმა თქვა, რომ სულ მცირე ცხრა ადამიანი გაგზავნეს საავადმყოფოებში.
"მათგან, ვინც ჩვენ გადავიყვანეთ, ორი გარდაიცვალა. სამი კრიტიკული ოპერაცია უტარდება, ოთხი კი სტაბილურია", - თქვა ბოიდმა.