ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ახალი სამხედრო დახმარება უკრაინას შეტევების განხორციელების საშუალებას მისცემს - განცხადება სტოლტენბერგმა უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.
"მივესალმები რამშტაინის გამოცხადებულ საბრძოლო შესაძლებლობების მნიშვნელოვან ახალ პაკეტს უკრაინის თავდაცვისთვის. რუსეთი ემზადება ახალი შეტევებისთვის, ამიტომ სასწრაფოდ საჭიროა მხარდაჭერის გაზრდა, რათა უკრაინას გამარჯვების და ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნების შესაძლებლობა მიეცეს.
იმ ფაქტს, რომ ასობით ახალი ქვეითი საბრძოლო მანქანა, ჯავშანტექნიკა და საბრძოლო ტანკი მიეწოდება უკრაინას, ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება... ეს მხარდაჭერა უკრაინელებს საშუალებას მისცემს არა მხოლოდ დაიცვან თავი რუსეთის ახალი შეტევებისგან, არამედ, განახორციელონ საკუთარი შეტევა ტერიტორიების დასაბრუნებლად“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.