ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სტამბოლის სილივრის რაიონის სანაპიროსთან მომხდარ მიწისძვრას (მაგნიტუდა 3,9) ადგილობრივი დროით 12:49 საათზე მოჰყვა მიწისძვრა მაგნიტუდით 6,2.

მიწისძვრა მარმარილოს ზღვის მთელ რეგიონში იგრძნობოდა. მსხვერპლის და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა. 

მიწისძვრის მომენტი CNN TÜRK-ის პირდაპირ ეთერშიც დაფიქსირდა