სომხური პრესის ინფორმაციით, სომხეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო'ბრაიენი სხვა საკითხებთან ერთად სომხეთის გავლით „შუა დერეფნის" ამოქმედების შესაძლებლობას განიხილავს.

სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწე ჯეიმს ო'ბრაიენი ადასტურებს აშშ-ის დახმარებას სხვადასხვა სფეროში სომხეთთან ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში. ამის შესახებ მან სამშაბათს, ერევანში, სომხეთ-აშშ სტრატეგიული დიალოგის დასკვნით შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ აღნიშნა, რომ ბოლო წლებში სომხეთის მოსახლეობამ არაერთხელ დაადასტურა რეფორმების სურვილი და სომხეთის მთავრობამ პრემიერ მინისტრ ნიკოლ პაშინიანის ხელმძღვანელობით გადადგა ნაბიჯები ამ მიმართულებით, რაც სომხეთს გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრაციის საშუალებას მისცემს, სომხეთის მოსახლეობას აძლევს შესაძლებლობას უფრო თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი დემოკრატიულ გარემოში.

აშშ ამაყობს, რომ წვლილი შეაქვს ამ ძალისხმევაში და მთლიანობაში ეს არის მომავალი მუშაობის საფუძველი, - თქვა ო'ბრაიენმა.  

შეერთებული შტატები კმაყოფილია სომხეთის მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯებით, რომლებიც ნაწილობრივ გადაიდგა შეერთებული შტატების დახმარებით. კანონი წინა პლანზე დგას კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერებაში და ხალხს აზრის გამოხატვის შესაძლებლობას აძლევს, - თქვა ო'ბრაიენმა და დასძინა, რომ შეერთებულ შტატებს ესმის და ხელს უწყობს სომხეთისთვის სამი ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროს: უსაფრთხოებას, კეთილდღეობას და დემოკრატიას.

შეერთებულ შტატებს ასევე წვლილი შეაქვს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების მცდელობებში, ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებით ცენტრალური აზიიდან ხმელთაშუა ზღვამდე. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების შემთხვევაში ეს შესაძლებლობები უფრო ფართო გახდება. ამასთან დაკავშირებით, შეერთებული შტატები მოხარულია თავისი წვლილი შეიტანოს ამ ძალისხმევაში, - თქვა მდივნის თანაშემწემ.

მან დაადასტურა ამერიკული მხარის მზადყოფნა, განავითაროს თანამშრომლობა სომხეთთან სხვადასხვა სფეროში - მართლმსაჯულებიდან თავდაცვის ჩათვლით. ისინი კმაყოფილებით აღნიშნავენ გასულ წელს ჩატარებულ პირველ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს. სასურსათო უსაფრთხოების საკითხი სომხეთმა უნდა გადაწყვიტოს საკუთარი საჭიროებების დაკმაყოფილების გზით და შეერთებული შტატები მზადაა მას დაეხმაროს, - განაცხადა ო'ბრაიენმა.

თანამშრომლობა უფრო ღრმა და ძლიერია, ვიდრე ადრე იყო. დაგეგმილია სტრატეგიული დიალოგის ამაღლება სტრატეგიული კომისიის დონეზე, რაც კიდევ უფრო ღრმა თანამშრომლობის საშუალებას მისცემს და რასაც თანმხლები დელეგაციის წარმომადგენლობითი მონაწილეობა მოწმობს, - აღნიშნა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ.

სომხური პრესა აღნიშნავს, რომ ეკონომიკური შესაძლებლობები ცენტრალური აზიიდან ხმელთაშუა ზღვამდე, რაც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მრჩეველმა აღნიშნა, სხვა არაფერია, თუ არა „შუა დერეფანი“. სომხეთის შემთხვევაში კი  საუბარია, ალბათ, თურქეთიდან აზერბაიჯანისკენ მიმავალ გზატკეცილზე ნახიჩევანის (აზერბაიჯანი) და სომხეთის სიუნიქის რეგიონის გავლით. ბაქო და ანკარა „ზანგეზურის დერეფნის" სპეციალურ სტატუსს ითხოვენ.