სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა დაადასტურა, რომ ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს რუს პროპაგანდისტს, RT-ის მთავარ რედაქტორ, მარგარიტა სიმონიანსა და ტაბლოიდ Life-ის დამფუძნებელ - არამ გაბრელიანოვს. ამის შესახებ ფაშინიანმა რუსულ პროპაგანდისტულ გამოცემა Sputnik-ს განუცხადა.
"სომხეთი სუვერენული სახელმწიფოა და უფლება აქვს ელოდებოდეს მის მიმართ პატივისცემას. სომხეთს ასევე აქვს უფლება გამოიყენოს თავისი სუვერენული მექანიზმები მისი ინტერესების საწინააღმდეგო განზრახვების შემთხვევაში", - თქვა ფაშინიანმა.
მისი თქმით, ასეთმა ადამიანებმა პატივი უნდა სცენ სომხეთსა და მისი ხალხის მიერ არჩეულ მთავრობას.