სოჭში, ადლერის რაიონში დრონებით თავდასხმის შედეგად, ნავთობის ბაზაზე საწვავის რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა.

Telegram არხებზე კადრების მიხედვით, ცეცხლი გაუჩნდა Роснефть-Кубаньнефтепродукт-ის ნავთობის ბაზას. ხანძრის გამო სოჭის აეროპორტმა დროებით შეწყვიტა თვითმფრინავების მიღება.

უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად ხანძრის გაჩენა სოჭის მერმა, ანდრეი პრუშუნინმაც დაადასტურა.

მისი თქმით, მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია და ამჟამად "ყველაფერი კონტროლის ქვეშაა".

მედიის ინფორმაციით, სოჭზე დრონებით თავდასხმა ადგილობრივი დროით 02:00 საათზე დაიწყო და შედეგად 20-ზე მეტი აფეთქების ხმა გაისმა.