ამის შესახებ ინფორმაციას სლოვაკური პრესა ავრცელებს.
დღეს, დილით, სლოვაკეთის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულმა სააგენტომ კორუფციაში ეჭვმიტანილი პოლიციის ყოფილი უფროსი და ოპოზიციის ამჟამინდელი კანდიდატი ტიბორ გასპარი დააკავა.
61 წლის გასპარი სკანდალურად ცნობილ ყოფილ პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიაში მეცხრე ადგილს იკავებს. ფიცომ გასპარის დაკავებას უწოდა „შეტევა უძლიერეს ოპოზიციურ პარტიაზე". მისი თქმით, ეს მოქმედი პრეზიდენტის, ზუზანა ჩაპუტოვას თანხმობით მოხდა.
პრეზიდენტის სპიკერი უარყოფს, რომ მან წინასწარ იცოდა დაკავების შესახებ და თანხმობა მისცა.
ეს აღმაშფოთებელი ტყუილია, - ამბობს „პინოჩეტის მეთოდებში" დადანაშაულებული პრეზიდენტის სპიკერი.
სლოვაკეთში საპარლამენტო არჩევნები 30 სექტემბერს გაიმართება.