უცხოური გავლენის შესახებ კანონის ამოქმედება ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ სლოვაკეთის პრეზიდენტი ზუზანა ჩაპუტოვა სოციალურ ქსელში წერს.
“სლოვაკეთი საქართველოს და ქართველი ხალხის მეგობარია, რომელიც მხარს უჭერს მათ ევროპულ მისწრაფებებს. "უცხოური გავლენის შესახებ" კანონის ამოქმედება თავად ამ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება. საქართველოში ევროკავშირისა და მისი ღირებულებების ფართო მხარდაჭერა პატივისცემას იმსახურებს" - წერს ზუზანა ჩაპუტოვა.
#Slovakia is a friend of #Georgia and its people, supporting their #EU aspirations. The enactment of the law on foreign influence goes against these very aspirations. The vast public support in #Georgia for the European Union and its values deserves to be respected.
— Zuzana Čaputová (@ZuzanaCaputova) May 28, 2024