ვულკანის ამოფრქვევის გამო, სიცილიის ქალაქ კატანიაში ავიარეისები გაუქმდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ორი დღით აიკრძალა მოტოციკლებითა და ველოსიპედებით გადაადგილება, რადგან ქუჩები ფერფლითაა დაფარული.

ავტომობილების მძღოლებს მოუწოდებენ, არაუმეტეს 30 კმ/სთ სიჩქარით იმოძრაონ, რადგან ფერფლით დაფარულ გზებზე გადაადგილება სახიფათოა და გაზრდილია ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი.

ევროპაში ერთ-ერთმა ყველაზე მაღალმა და აქტიურმა ვულკანმა ეტნამ კვირას გაიღვიძა.