ამის შესახებ ინფორმაციას შვეიცარიის პრესა ავრცელებს.

შვეიცარიის ამომრჩეველთა 63%-მა უარყო ინიციატივა შვეიცარიაში ბიომრავალფეროვნების დაცვის გაუმჯობესების შესახებ. ქვეყნის პროფესიული საპენსიო სქემის რეფორმირების წინადადება ასევე უარყო ამომრჩეველთა 67,1%-მა.

ველური ბუნების და წყლის რესურსების დაცვის გაუმჯობესების მიზნით მწვანეებისგან მომდინარე ინიციატივა, სხვა ღონისძიებებთან ერთად, ფერმერების და სხვათა კუთვნილ მთლიანი ფართიდან 30%-ის არასასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის გამოყოფას და მასზე გამწვანების სამუშაოებისთვის სახელმწიფო დაფინანსების შემდგომ ზრდას ითვალისწინებდა.

ამომრჩეველმა უარი თქვა აგრეთვე მთავრობის წინადადებაზე დაგროვებითი პენსიიდან ყოველწლიურად გამოსაყოფი მინიმალური პროცენტის შემცირების შესახებ.