შვედეთის სააპელაციო სასამართლო ნაწილობრივ დაეთანხმა პროკურატურას და მრავალჯერადი სექსუალური ძალადობისთვის გასამართლებულ პირს საპატიმრო ვადა გაუხანგრძლივა
27 წლის სომალელს ათ ქალზე თავდასხმა ედებოდა ბრალად, თუმცა სასამართლომ იგი შვიდ ქალზე თავდასხმაში ცნო დამნაშავედ და საბოლოოდ, უკანონო დაკავების შვიდი შემთხვევის, გაუპატიურების ორი შემთხვევის, გაუპატიურების მცდელობის სამი შემთხვევის, სექსუალური ძალადობის ორი შემთხვევის და პერსონალური მონაცემების უნებართვო გამოყენებს გამო საოლქო სასამართლომ 4 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და 10 წლით დეპორტაცია მიუსაჯა.
სააპელაციო სასამართლომ განიხილა პროკურორ რასმუს ომანის სააპელაციო საჩივარი და დამნაშავეს სასჯელის საპატიმრო ზომა 7,5 წლამდე გაუზარდა, სასჯელის მოხდის შემდეგ დეპორტაციის ვადა კი უცვლელი დატოვა. პროკურორი დამნაშავისთვის 8-9 წლით პატიმრობას ითხოვდა.
პოლიციამ ძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც მას 2021 წლის 22 აგვისტოს, დილით, ერთ-ერთმა დაზარალებულმა მიაკითხა და თქვა, რომ მასზე ტაქსისტმა იძალადა. ამასთან მან ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ იყო ნასვამი და მასზე ძალადობის შემდეგ თავს გრძნობდა ძალიან დაბინძურებულად.
პოლიციელებმა მატილდას უთხრეს, რომ არანაირი სიმთვრალის გამო ადამიანს არ უნდა აუპატიურებდნენ და სთხოვეს დეტალურად გაეხსენებინა მომხდარი.
მატილდა პოლიციას მოუყვა, რომ იგი სტოკჰოლმში, ფესტივლიდან, დილის 4 საათზე, ძალიან დაღლილი და ნასვამი ბრუნდებოდა, როდესაც მოესმა რომ ეძახდნენ: „ტაქსი, ტაქსი, გინდა ტაქსი?".
მატილდამ დაინახა, რომ ტაქსს „ბოლტის" საფირმო ნიშანი ჰქონდა და გადაწყვიტა ესარგებლა შეთავაზებით. ცოტა ხნის შემდეგ მატილდამ შეამჩნია, რომ მძღოლმა ყველა კარი ჩაკეტა და და არა სახლთან, არამედ სიოდერმალმეზე (სტოკჰოლმის მუნიციპალიტეტში შემავალი კუნძული - „აიპრესი") იყვნენ.
თავიდან ვერაფერს მივხვდი, მაგრამ როდესაც მძღოლი მანქანის უკანა სავარძელზე გადმოვიდა, ყველაფერი ცხადი შეიქმნა და ყვირილი დავიწყე. გააფთრებული ვუწევდი წინააღმდეგობას და მან ვერ შეძლო ჩემთვის შარვალი გაეხადა. ბოლოს, მას შემდეგ, რაც ჩემ შარვალზე ეაკულაცია მოახდინა, მან კარი გამიღო და მე - შოკირებული, დაბნეული და დეზორიენტირებული, რამდენიმე საათის განმავლობაში ვტრიალებდი სოდერმალმზე და ვტიროდი, სანამ მეგობარს დავურეკავდი და ის დამარწმუნებდა, რომ თქვენთან მოვსულიყავი, - განაცხადა მატილდამ პოლიციასთან საუბარში.
მატილდას პოლიციაში მისვლიდან ექვსი თვის შემდეგ პოლიციამ დამნაშავის დაკავება შეძლო. ამ ხნის განმავლობაში მან რამდენჯერმე იძალადა კლიენტებზე, მათ შორის შშმ პირზე, როგორც წესი, ქალები შეცდომაში შედიოდნენ და ფიქრობდნენ, რომ იმ ტაქსიში სხდებოდნენ, რომელიც გამოძახებული ჰყავდათ.