საქართველოში შვედეთის საელჩო საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„შვედეთის საელჩო უერთდება ქართველ გულშემატკივარს და დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს ეროვნული ნაკრების საოცარ ბიჭებს ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი გამოსვლისთვის.
მადლობა ყველას ამ დაუვიწყარი და საამაყო დღეებისთვის!
წინ გამარჯვებისკენ, საქართველო, ოცნებები ხდება!
გისურვებთ მრავალ წარმატებას მომავალში!“ – წერს საელჩო სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა.
30 ივნისს გერმანიაში, ქალაქ კელნში გამართულ მატჩში ესპანეთმა სძლია საქართველოს ნაკრებს, ანგარიშით 4:1.
საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად, ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე და მერვედფინალში გასვლა მოახერხა.