ამის შესახებ შვედური სააგენტო Sydsvenskan იუწყება.
მალმეში, ლერნაკენის საბაჟოზე, დანიის სასკოლო ავტობუსის შემოწმება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც შენიშნეს, რომ ხიდზე ავტობუსი უცნაურად ირწეოდა.
ავტობუსში ასულმა მებაჟეებმა ნახეს, რომ ავტობუსის სალონში 40-მდე სკოლის მოსწავლე იმყოფებოდა, მძღოლი კი ძლიერ ნასვამი იყო. მისი წყლის ბოთლის შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ბოთლში ლუდი იყო. მძღოლს აგრეთვე აღმოაჩნდა დიდი რაოდენობით ქილის ლუდი.
„მაშასადამე, იგი მოგზაურობისას აპირებდა დალევა. სავარაუდოდ, სერიოზული ავტოსაგზაო შემთხვევა ავიცილეთ თავიდან", - განუცხადა Sydsvenskan-ს შვედეთის საბაჟო ინსპექციის უფროსის მოადგილემ ოსკარ ლინდვალმა.
მძღოლს ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვა ედება ბრალად.