ინფორმაციას ამის შესახებ ნორვეგიული პორტალი nationen აქვეყნებს.

ნორვეგიის სტატისტიკის სამმართველოს მონაცემები აჩვენებს, რომ შოკოლადის ფასი ნორვეგიაში უკვე რამდენიმე წელია იკლებს. ვარდნა განსაკუთრებით მკვეთრი იყო 2021 წელს, როდესაც შაქარზე გადასახადი გაუქმდა. გასული წლის დეკემბერში შოკოლადის ფასმა მიაღწია 2016 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ დონეს. 

მთელი 2022 წლის განმავლობაში შოკოლადის ფასი ნორვეგიაში ოდნავ გაიზარდა, კერძოდ, 0,3%-ით, მაგრამ საკვებისა და უალკოჰოლო სასმელების  ფასების ზრდა 6.5%-იანი ზრდის ფონზე შოკოლადზე ფასის ასეთ ზრდა, ზრდად არ მიიჩნევა.

უფრო ხანგრძლივი პერიოდის ანალიზი კიდევ უფრო მკაფიოდ აჩვენებს საკვები პროდუქტების ფასების და შოკოლადის ფასების დინამიკაში განსხვავებას. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, საკვები პროდუქტების ფასები გაიზარდა 11 პროცენტით, ხოლო შოკოლადის ფასი 17,7 პროცენტით დაეცა.

„ჩვენ შეშფოთებულები ვართ" იმ გარემოებით, რომ ხდება არაჯანსაღი საკვების პოპულარიზაცია და ვიცით, რომ ეს განსაკუთრებით ბავშვების და ახალგაზრდების არაჯანსაღ არჩევანს უწყობს ხელს. ჩვენ მოვუწოდებთ კვების მრეწველობას გააცნობიეროს თავისი პასუხისმგებლობა. თავის მხრივ, მთავრობა ასეთი მარკეტინგის (მხედველობაშია როგორც დაბალი ფასები, ასევე მყიდველისთვის შოკოლადის დიდი ზომის ფილებით შეთავაზება, რაც გაყიდვის მოცულობის შენარჩუნებას უწყობს ხელს - „აიპრესი") სამწუხარო შედეგების თავიდან ასაცილებლად ზომების მიღების საკითხის აუცილებლობას განიხილავს, - ამბობს ჯანდაცვის და ზრუნვის მინისტრის მოადგილე ოლე ჰენრიკ კრატ ბიორჰოლტი.

ნორვეგიის მთავრობამ შოკოლადისა და შაქრის პროდუქტებზე გადასახადი 2021 წელს მმართველ კონსერვატიულ პარტიასთან ბლოკში შემავალი პარტია „პროგრესის" ინიციატივით მოხსნა. ბოლოს, 2020 წელს, გადასახადი იყო 21,22 NOK კილოგრამზე, რაც უდრის 4,2 NOK 200-გრამიან შოკოლადის ფილაზე.

ამჟამად ნორვეგიის პარლამენტში უმრავლესობას ლეიბორისტები ფლობენ და ისინი მთავრობას ცენტრისტებთან ერთად ქმნიან.