ამის შესახებ ინფორმაციას „ფოქს ნიუსი“ ავრცელებს.

ტულსი გაბარდმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პარასკევს ოვალურ კაბინეტში გამართული შეხვედრის დროს აცნობა მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისში მისი ბოლო სამუშაო დღე, სავარაუდოდ, 30 ივნისია.

„ფოქს ნიუსმა“ექსკლუზიურად მოიპოვა გადადგომის შესახებ გაბარდის ოფიციალური წერილი, რომელშიც ის აცხადებს, რომ ღრმად მადლიერია მის მიმართ გამოვლენილი ნდობისთვის და იმ შესაძლებლობისთვის, რომ ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ეხელმძღვანელა ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისისთვის.  

„სამწუხაროდ, მე უნდა განვაცხადო ჩემი გადადგომის შესახებ, რომელიც ძალაში შევა 2026 წლის 30 ივნისს. ჩემს ქმარს, აბრაამს, ცოტა ხნის წინ დაუდგინდა ძვლის კიბოს უკიდურესად იშვიათი ფორმა“, - წერს ტულსი გაბარდი.

„სამწუხაროდ, ბრწყინვალე მოღვაწეობის შემდეგ, ტულსი გაბარდი ადმინისტრაციას 30 ივნისს დატოვებს. მის შესანიშნავ მეუღლეს, აბრაამს, ცოტა ხნის წინ ძვლის კიბოს იშვიათი ფორმა დაუდგინდა და მას სამართლიანად სურს მის გვერდით იყოს და დაეხმაროს მას ჯანმრთელობის აღდგენაში“, - წერს შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში და და დასძენს:

„ეჭვი არ მეპარება, რომ ის <გაბარდის მეუღლე> მალე გამოჯანმრთელდება. ტულსიმ წარმოუდგენელი სამუშაო გაწია და ის მოგვენატრება. პატივცემული ეროვნული დაზვერვის დირექტორის მოადგილე, აარონ ლუკასი, ეროვნული დაზვერვის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნება“.