მივესალმები უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებისთვის პრინციპულ შეთანხმებას მოლაპარაკებების ჩარჩოსთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.
"მივესალმები შეთანხმების მიღწევას უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩოსთან დაკავშირებით. მოუთმენლად ველი ორივე ქვეყანასთან სამთავრობათაშორისო კონფერენციებს, ჩვენ ვასრულებთ ჩვენს დაპირებებს და მხარს დაგიჭერთ გაწევრიანების გზაზე," - წერს მიშელი.
ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩო ფორმატი შეათანხმეს. ქვეყნების EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები 25 ივნისს დაიწყება.