გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდნენ, იძულებული გახდა, მოულოდნელად დაშვებულიყო, ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.
„გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდნენ, იძულებული გახდა, მოულოდნელად დაშვებულიყო და მათი მდგომარეობა ჯერ უცნობია. ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და პარტნიორებთან ერთად, ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას“,- წერს შარლ მიშელი.
შეგახსენებთ, მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი, რომლითაც იბრაჰიმ რაისი აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე ირანის პროვინციიდან თეირანში ბრუნდებოდა, ირანის პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანში ჩამოვარდა.
ამასთან, ირანის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ირანის პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანში პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენი „მძიმედ დაეშვა“.