სომხეთში რუსული სამხედრო ბაზა ხელშეკრულების შესაბამისად არის განთავსებული და რესპუბლიკის ტერიტორიაზე მისი მიზანშეწონილობის შესახებ საუბარი მავნებლურია, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საინფორმაციო სააგენტო TASS-თან 2023 წლის შედეგების შესახებ ექსკლუზიურ ინტერვიუში. 

„მავნებლურად მიგვაჩნია მსჯელობები სომხეთის ტერიტორიაზე 102-ე რუსული სამხედრო ბაზის მიზანშეწონილობის შესახებ. შეთანხმება მისი იქ განლაგების შესახებ დაიდო 1995 წლის 16 მარტს, დაყრდნობით, უპირველეს ყოვლისა, ეროვნულ ინტერესებსა და ჩვენი სახელმწიფოების საერთო მიზანზე - სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის განმტკიცებაზე“, - განაცხადა მინისტრმა.

ლავროვის თქმით, „საკვანძო ელემენტს ამ რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად“ დღეს რუსი სამხედროები წარმოადგენენ.