სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური შეფასებით, შაბათს, 15 მარტს ბელგრადში გამართულ საპროტესტო აქციებში სულ მცირე 107 000 ადამიანი მონაწილეობდა.

როგორც DW წერს, ადგილობრივი ორგანიზაცია "სახალხო კრებების არქივი", რომელიც ქუჩის პროტესტს აკვირდება, წერს, რომ აქციის მონაწილეთა რაოდენობას 275-325 ათასი ადამიანი იყო.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ქვეყნის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის გადადგომაა. სერბეთში საპროტესტო ტალღის ბირთვად სტუდენტები ითვლებიან, მაგრამ მათ შეუერთდნენ ექიმები, მასწავლებლები, ბაიკერები, ვეტერანები და მიმდინარე აქციის ნაწილი გახდა ბელგრადში ტრაქტორების ჩასული ფერმერების მარში.

დემონსტრანტები გასული წლის ნოემბერში ნოვი-სადში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დოკუმენტაციის გამოქვეყნებას მოითხოვენ და ამ საკითხზე მთავრობის ანგარიშვალდებულებას აყენებენ. შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 1-ელ ნოემბერს ნოვი-სადში რკინიგზის სადგურში ბეტონის საფარი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 15 ადამიანი დაიღუპა.

14 მარტს ვუჩიჩმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საპროტესტო აქციები საზღვარგარეთიდან იმართება და დაგეგმილ აქციებს უკანონო უწოდა.

ამასთან, მან განაცხადა, რომ თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს.